RSS
Welcome to my blog, hope you enjoy reading :)

Monday, April 17, 2017

Genghis Khan


Stalin, 1952


დემეტრე II


Fascism in Italy


Alexander Taming Bucephalus


 

 სასწავლო პროცესში ვიზუალური მასალის გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება მომზადდეს  ვიდეო-კლიპების  პროგრამა „Movie Maker“-ის გამოყენებით, ვიდეოს განთავსდება  ბლოგზე და სასწავლო მეთოდური მასალების პორტალზე. საყურადღებოაპროგრამა Edmodo. ეს არის საგანმანათლებლო სოციალური ქსელი მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვისა და მშობლებისთვის, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია დავალებების გაგზავნა, გამოკითხვების შექმნა, ფაილების ატვირთვა ბიბლიოთეკაში, კომუნიკაცია მოსწავლეებთან და მშობლებთან და ა.შ.
ელექტრონული სასწავლო რესურსები შეიძლება  მომზადდეს პროგრამა “ანიმოტოს” საშუალებით. ამ პროგრამის გამოყენებით  მარტივად იქმნება სასწავლო ვიდეო-ფაილები სურათებითა და მუსიკით. იგი საშუალებას იძლევა ადვილად გაიცვალოს ვიდეოს მასალის ბმული ელექტორნული ფოსტით, გამოქვეყნდეს ბლოგზე/საიტზე, აიტვირთოს Youtube-ზე და ასევე გადმოვიწეროთ  კომპიუტერში პრეზენატაციის მოსაწყობად.
ვიდეოთი შეგვიძლია გავამდიდროთ Powerpoint-ში მომზადებული პრეზენტაცია,შეგვიძლია პრეზენტაცია ავტვირთოთ OFFICE MIX-ში და ვიდეოდ ვაქციოთ,ასევე შეგვიძლია ახალი მასალა მოსწავლეებს მივაწოდოთ SWAI-ს მეშვეობით,იქაც ჩავსვათ ვიდეო. WEB 2.0 ინსტრუმენტების საშუალებით თითქმის ყველაფერი შეგვიძლია გავაკეთოთ,ანუ ვიდეოთი და ანიმაციებით გავაკეთოთ სასწავლო რესურსი და მასალის ათვისებაც, მოსწავლეთა მხრიდან, ადვილად მოხდება.